ფრანგულმა კვლევითმა ორგანიზაცია IPSOS-მა, "მთავარი არხის" დაკვეთით, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კიდევ ერთი - მეორე კვლევა ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილე რესპონდენტებს კითხვები დაესვათ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თემების ირგვლივ. შესაბამისად, ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის მთავარი გამოწვევა დასაქმება, სიღარებე, ფასების ზრდა და, სოციო-ეკონომიკური საკითხებია. ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობა მზადაა ცვლილებებისთვის

კითხვაზემომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? - შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 24.5%
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია - 17.4% 
  • ევროპული საქართველო - 6.9%
  • ლელო - 3.6%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 3.4% 
  • ლეიბორისტული პარტია - 1.9%
  • გირჩი - 1.8%
  • პატრიოტთა ალიანსი - 1.7%
  • ერთიანი საქართველო - 1.0% 
  • მოქალაქეები - 1.0%
  • სხვა პარტიები - 3.8%
  • არ ვიცი - 19.0%
  • უარი პასუხზე - 14.0%

იგივე შეკითხვაზე, პასუხები ალოკაციით

ალოკაციით (ალოკაცია არის ხმების დათვლის ისეთი საშუალება, როცა რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას) მიღებული შედეგებით კი, იგივე კითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 37.2%
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია - 27.2% 
  • ევროპული საქართველო - 10.6%
  • ლელო - 6.3%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 6.1% 
  • ლეიბორისტული პარტია - 2.1% 
  • პატრიოტთა ალიანსი - 2.1%
  • გირჩი - 1.9%
  • ერთიანი საქართველო - 1.8% 
  • მოქალაქეები - 1.7%
  • სხვა პარტიები - 3%

კითხვაზეროგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? IPSOS-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომარასწორი

  • სწორი - 28% 
  • არასწორი - 62%

კითხვაზერამდენად კმაყოფილი ხართ დღევანდელი ხელისუფლების მუშაობით? შედეგები ასე გადანაწილდა:

  • კმაყოფილი - 7%
  • მეტნაკლებად კმაყოფილი - 33% 
  • მეტნაკლებად უკმაყოფილო - 28% 
  • უკმაყოფილო - 32%

კითხვაზეგინდათ თუ არა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალოს? გამოკითხულთა უმრავლესობა პასუხობს, რომ - უნდა:

  • მინდა - 56% 
  • არ მინდა - 26%

კითხვაზერომელი პოლიტიკური ძალა შეძლებს თქვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემების ყველაზე ეფექტიანად მოგვარებას? - პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 18%
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია - 17% 
  • ევროპული საქართველო - 6 %
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 3%
  • ლელო - 2%
  • ლეიბორისტული პარტია - 1% 
  • პატრიოტთა ალიანსი - 1%

წინა კვლევის თანამხად კითხვა დაისვა კოალიციურ მთავრობაზე -   თუ კოალიციური მთავრობის ფორმირება მოხდა, რომელი პარტიები უნდა იყვნენ აუცილებლად კოალიციურ მთავრობაში? - პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია - 28% 
  • ევროპული საქართველო - 27 %
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 20 %
  • ქართული ოცნება - 19%
  • ლეიბორისტული პარტია - 13% 
  • მოქალაქეები - 13%
  • პატრიოტთა ალიანსი - 13% 
  • ლელო - 12%
  • გირჩი - 7%
  • თავისუფალი საქართველო - 7% 
  • ერთიანი საქართველო - 7%

აღსანიშნავია, რომ ამ კითხვაზე რესპოდენტებს ერთდროულად რამდენიმე პასუხის არჩევა შეეძლოთ.



პასუხები ეკონომიკასა და ჯანდაცვაზე, ასევე მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთა ნუსხა ასეთია :

 

როგორი იყო ჯანდაცვის მიმართულებით მიღებული ზომები კორონაპანდემიის პირობებში? - შედეგები ასე გადანაწილდა

  • ძალიან კარგი - 6% 
  • მეტნაკლებად კარგი - 23% 
  • საშუალო - 20 %
  • მეტნაკლებად ცუდი - 21 %
  • ძალიან ცუდი - 24%

როგორი იყო ეკონომიკის მიმართულებით მიღებული ზომები კორონას პანდემიის პირობებში? - შედეგები ასე გადანაწილდა

  • ძალიან კარგი - 2% 
  • მეტნაკლებად კარგი - 10% 
  • საშუალო - 13 %
  • მეტნაკლებად ცუდი - 23% 
  • ძალიან ცუდი - 45%

შეკითხვაზე - რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს? (რესპოდენტებს ერთდროულად რამდენიმე პასუხის არჩევის შესაძლებლობა ჰქონდათ.)- პასუხები ასე გადანაწილდა:

  • დასაქმება - 59% 
  • ეკონომიკა - 55 %
  • სიღარიბე - 48%
  • ფასების ზრდა - 42% 
  • ლარის გაუფასურება - 39% 
  • ჯანდაცვა - 33%
  • პენსიები - 30% 
  • კრიმინალი - 19% 
  • კორუფცია - 14 %
  • უსაფრთხოება - 10% 
  • დემოკრატია - 7%
  • სიტყვის თავისუფლება - 5% 
  • საგარეო პოლიტიკა - 5%

IPSOSის კვლვეაში დასმულ კითხვაზე - მოქმედი ხელისუფლების პირობებში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა შედეგ საკითხებში - ეკონომიკა, სიღარიბე, განათლება, ლარის კურსი, დასაქმება, ფასების ზრდა, სიღარიბე, პენსიები - არც ერთ პუნქტში გამოკითხულთა აზრით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

კერძოდ, ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა 75%-ისთვის, დასაქმება 74%-ისთვისთ, სიღარიბე გაუარესდა გამოკითხულთა 76%-ისთვისთ, ლარის გაუფასურებას რესპონდენტების 84% აფასებს უარყოფითად, პენსიებით უკმაყოფილოა 36%, ჯანდაცვით 43%, განათლებით კი - 55%

მომდევნო კითხვაზეროგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში? - ფრანგული კომპანია IPSOS - ის მიერ,  "მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში,  გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ძალიან დადებითად - 7% 
  • მეტნაკლებად დადებითად - 30% 
  • მეტნაკლებად უარყოფითად - 23 %
  • ძალიან უარყოფითად - 35%

კითხვაზეროგორ შეაფასებდით მიხეილ სააკაშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში? - შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ძალიან დადებითად - 20% 
  • მეტნაკლებად დადებითად - 33% 
  • მეტნაკლებად უარყოფითად - 19 %
  • ძალიან უარყოფითად - 22%

როგორ შეაფასებდით მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს სამართლიანობის 9 ნაბიჯის, დაშვებული შეცდომების, ბოდიშის მოხდის და ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ? - პასუხები ასეთია:

  • ძალიან დადებითად - 30% 
  • მეტნაკლებად დადებითად - 27% 
  • მეტნაკლებად უარყოფითად - 19% 
  • ძალიან უარყოფითად - 22%

კვლევის ფარგლებში კითხვა დაისვა მიხეილ სააკაშვილის გეგმის9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ - და რესპონდენტებს ამ გეგმის პუნქტების შეფასება სთხოვეს

პოლიციის დეპოლიტიზაცია, გამოყოფა შსს-დან და ხელმძღვანელის ნომინირება არასამთავრობოების მიერ და ოპოზიციის მინიმუმ 1/3-ით დამტკიცება - აღნიშნული საკითხი გამოკითხულთა 50%-მა შეაფასა დადებითად.

პენიტენციალური სისტემის გამოყოფა იუსტიციის სამინისტროდან, ხელმძღვანელის ნომინირება არასამთავრობოების მიერ და ოპოზიციის მინიმუმ 1/3-ით დამტკიცება - გამოკითხულთა 51%-ისთვის არის დადებითი.

პროკურატურის დეპოლიტიზაცია, ორ დამოუკიდებელ უწყებად გაყოფა, ხელმძღვანელების ნომინირება არასამთავრობოების მიერ და ოპოზიციის მინიმუმ 1/3-ით დამტკიცება 45%-ისთვის

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნა დადებითია 54%-ისთვის.

მოსმენების გასაღების გადაცემა დამოუკიდებელი სასამართლოსა და სახალხო დამცველისთვის - გამოკითხულთა 51% აფასებს, როგორც დადებითსფინანსური პოლიციის გაუქმება და ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაციას - 46%. ექსპერტიზის ბიუროს სრული დამოუკიდებლობა რესპონდენტთა 53%-ისთვისაა დადებითი. სასამართლო სისტემის ძირეული ცვლილება არასამთავრობო სექტორის გადამწყვეტი ჩართულობით, იუსტიციის საბჭოს რეფორმა, უცხოელი მოსამართლეები მაღალ ინსტანციებში კი 48%-ისთვის

შეგახსენბთ, "მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილება +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv სექტორში "არჩევნები 2020".

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი