თავისუფლების მოედანზე, ენმ-მ პარტიისა და გაერთიანებული ოპოზიციის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ოლიგარქის სასახლიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით შეკრებილები ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას მოითხოვენ და მზად არიან ხმების დასაცავად.
აღსანიშნავია რომ სპეცსამსახურების მხრიდან ხელის შეშლის მიუხედავად, აქციაზე რეგიონებიდან მოქალაქეებმა მაინც მოახერხეს ჩამოსვლა.
შეკრებილებს მიმართეს ენმ-ის ლიდერებმა, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა , ასევე, ვიდეოჩართვით - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა.
თავისუფლების მოედანზე შეკრება ხალხმა დილიდან დაიწყო. რეგიონებიდან დედაქალაქში ავტომანქანების კოლონა ჩამოვიდა. იყო ხელის შეშლის მცდელობაც, როდესაც რუსთავი-თბილისის გზა "ქართულმა მარშმა"გადაკეტა და ოპოზიციის მხარდამჭერებს დედაქალაქში არ უშვებდა.