ნაციონალური მოძრაობა თავს დაესხა ორ ადამიანს და ორ ქალბატონს - სანდრო ბრეგაძე

გამოქვეყნდა:

ქართული ნეონაცისტური ორგანიზაციის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ დედაქალაქის შესასვლელთან გამართულ აქციაზე, სადაც მან და მისმა თანაგუნდელებმა თბილისში, ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე მიმავალ კოლონას გზა გადაუკეტეს, ჟურნალისტებთან საუბარში, ადგილზე მომხდარი დაპირისპირება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს გადააბრალა და სექსისტური განცხადება გააკეთა:

თავს დაგვესხა ნაციონალური მოძრაობა, თავს დაესხა ორ ადამიანს და ორ ქალბატონს, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში მომხრეების მობილიზების პარალელურად, ხელისუფლებამ ნეონაცისტურ გაერთიანებასთან ფარულ თანამშრომლობაზე უარი არ თქვა და დედაქალაქის შესასვლელთან პოლიტიკური დესანტი გადასხა - ქართულმა მარშმა გზა გადაკეტა და საპროტესტო კოლონას დედაქალაქში არ უშვებდა. იყო ხელჩართული ჩხუბიც, მათ შორის, პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაც, მაგრამ პოლიციას არავინ დაუკავებია. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი