საქართველოში არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“ - კალაძე ბუბა კიკაბიძეზე

გამოქვეყნდა:

​დედაქალაქის მერი, თავისუფლების მოედანზე, ენმ- ძალა ერთობაშიას შემაჯამებელ შეხვედრას გამოეხმაურა და თქვა, რომ არასდროს დაუშვებენ „სავეცკაია გრუზიას“ დაბრუნებას.

მერმა კალაძემ ოპოზიცია საბჭოთა ნოსტალგიაში დაადანაშაულა.

ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის ნოსტალგიის შემდეგ ასე თუ დამძიმდებოდნენ და საბჭოთა ნოსტალგია შეიპყრობდათ, ნამდვილად არ მეგონა. არჩევნების წინ საბოლოო ლუსტრაცია მოახდინეს. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება. ისე როგორც არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ,"- ამბობს კალაძე.

ბუბა კიკაბიძემ კი "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას განმარტა, რომ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე კონცერტის დროს, ტექნიკური შეცდომა მოხდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი