"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე წერს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მომხრე პოლიციელები ცვლებში იმისთვის დააყენეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ.
"ის პოლიციელები, ვინც ზუსტად იციან რომ გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეები არიან - სპეცუბნების სიებიდან ამოიღეს და ცვლებში დააყენეს, რომ ხმა ვერ მისცენ. დაცვის პოლიცია 125 / Security Police 125-ში ხდება ეს განუკითხაობა განსაკუთრებით," - წერს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ ხატია დეკანოიძემ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მიმართ მუქარის ფაქტზე სოციალურ ქსელში პოსტი რამდენიმე დღის წინაც გამოაქვეყნა.