გრუ-ს დოკუმენტზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ - გიორგი გახარია

გამოქვეყნდა:

როგორც საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რუსული სპეცსამსახურების საიდუმლო დოკუმენტზე "საქართველო 2020" ხელისუფლება სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს. მისი თქმით, ოპოზიციას შინაარსობრივი თემები არ აქვს, ამიტომ არჩევნებამდე 2-3 დღით ადრე საკითხი პრორუსულობა ხდება.

"გრუ-ს გეგმები და ანალიტიკური მასალები თქვენ საიდან გაქვთ? ე.ი. თქვენ გახვრიტეთ გრუ, იქიდან წამოიღეთ რაღაცა და ქართულ უშიშროებას მიეცით. ამაზე უბრალოდ სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - თქვა გახარიამ.

ხელისუფლების ოპონენტები კი ფიქრობენ, რომ ქვეყანაში სახუმაროდ საქმე ნამდვილად არაა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის თქმით, კარტოგრაფები ხელისუფლებამ სწორედ რუსეთიდან მიღებული ინსტრუქციების მიხედვით დააპატიმრა.

"დღეს მთავრობაში მყოფი ადამიანები, სუს-ი ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი პირდაპირ არიან მოხსენიებული ამ დოკუმენტში, როგორც რუსეთის დასაყრდენები", - ამბობს ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი, სერგი კაპანაძე. 

შეგახსენებთ, რომ "მთავარ არხს" ანონიმურმა წყარომ მიაწოდა  გრუ-ს ანგარიშში, სადაც გაწერილია, როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველოში პრორუსული რიტორიკა 2020 წლის არჩევნებისთვის. დოკუმენტს კონფიდენციალური გრიფი ადევს და მისი ადრესატი, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო გენერალური შტაბია. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი