"ოცნება" ოპოზიციის მხარდამჭერ სამხედრო პირებს არჩევნებზე მისვლაში ხელს უშლის
ხელისუფლება ოპოზიციის მხარდამჭერ სამართალდამცველებსა და სამხედრო პირებს ბარიერებს უქმნის. ოპოზიციის მხარდამჭერ მოქალაქეებს არჩვენებში მონაწილეობის უფლებას ეზღუდებათ.
პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ნატალია ზარდიაშვილი ხელისუფლების იმ გეგმაზე საუბრობს, რომელიც "ოცნებამ" არჩევნებზე ურჩი ძალოვანების წინააღმდეგ აამოქმედა. ნატალიას მეუღლეც, დაცვის პოლიციის თანამშრომელი ზაზა სამხარაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის გამო, ხელმძღვნელობის მხრიდან დაშინება მასაც ხშირად უგრძვნია.
"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ნატალიას და ზაზას შემთხვევა პირველი არაა. როგორც ხატია ამბობს, მას პოლიცილები მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებიან და უყვებიან, რომ "ქართული ოცნება" ოპოზიციურად განწყობილ მოხელეებს არჩევნებზე მისვლის შესაძლებლობას ართმევს.
"ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ სახელმწიფო უსაფრხოების თანამშრომლები რეგიონებში ვითარების გასაკონტროლებლად და ამომრჩეველზე სავარაუდო ზეგავლენის მიზნით წარგზავნა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ოპოზიციურად განწყობილმა პოლიციელებმა და ჯარისკაცებმა არჩევენბზე მისვლა ვერ მოახერხონ.