
"ქართული ოცნების" ლიდერმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ ვიდეო მიმართვა ჩაწერა სადაც ისევ "ნაციონალურ მოძრაობაზე" ისაუბრა და მოქალაქეებს ხვალ, 31 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. ივანიშვილის თქმით, კამპანიის მიწურულს 2012 წლის "ბობოქარი დღეები" ახსენდება.
"საარჩევნო კამპანიის მიწურულს, კვლავ მახსენდება 2012 წლის ის ბობოქარი დღეები, როდესაც ერთ მუშტად შეკრულებმა, ერთად გავაკეთეთ ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ, უარი ვუთხრით ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებულ რეჟიმს და მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ სამიათასწლოვანი ისტორიის მქონე, თავისუფლებისმოყვარე, ღირსების მატარებელი ხალხი აღარასოდეს შეეგუება ძალადობას და უსამართლობას", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერებიც "ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი ძმები და დები არიან". მისი აზრით, უნდა გვახსოვდეს, რომ "საკუთარ ხალხს არ უბრაზდებიან". მისივე მტკიცებით, მასე განაწყენებული მოსახლეობის დიდ ნაწილს ისევ ისინი ეიმედებათ.
ამავე თემაზე: