სქართველოს ცენტრალური საარჩენო კომისიის სპიკრი, ანა მიქელაძე ამბობს, რომ ყველა საარჩევნო უბანზე დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. მიქელაძის თქმითვე, იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლის ხმის მიცემა გადასატანი ყუთით დაიწყო.
ყველა საარჩენვო უბანი დილის 8 საათისათვის მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად, სადაც სრულად დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური წესები და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი, რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმის 127 სპეციალურ უბანს, მათ 311 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით უკვე დაიწყეს ამომრჩევლების მომსახურება, - თქვა ანა მიქელაძემ
დღეს, 31 ოქტომბერს თბილისში, თეთრიწყაროში და ონში საპარლამენტო არჩენვებთან ერთად იმართება საკრებულოს შუალედური არჩევნებიც. ასევე მერების რიგგარესე არჩევნებია: ასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში. ხოლო აჭარაში ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც.
დღეს საქართველოს პარტლამენტის არჩევნებთან ერთად იმართერბა საკრებულოების შუალედური არჩევნები: თბილისის, თელავის, თეთრიწყაროს და ონის მუნიციპალიტეტში 39 საარჩევნო უბანზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები: კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციოპალიტეტების 254 საარჩევნო უბანზე. ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. შესაბამისად დღეს ამომრცევლებს საარჩევნო უბნებზე საქართველოს პარლამენტშია რჩევნების მოაწილეობისათვის გადაეცემათ ორი ბიულეტენი, როგორც მაჟორიტარული ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით. იქ სადაც ტარდება საკრებულოს ან მერების რიგგარეშე არჩევნები ამომრჩევლები მიიღებენ სამ ბიულეტენს ხოლო აჭარის რეგიონში 4 ბიულეტენს, ორს საქართველოს აპრლამენტის, ხოლო ორს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისტავის, - ამბობს ანა მიქელაზე
ანა მიქელაძე ამობობს იმასაც, რომ ამომრჩეველს სარჩევნო უბანზე შესვლისას პირბადე უნდა ეკეთოს, ხმის მისაცემად მისულ მოაქალეს მოუწევს პირბადეის მცირე დროით ორჯერ მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცესების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს მასზე არ გაიცემა ბიულეტენი.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა 08:00-ზე დაიწყო და 20:00-მდე გაგრძელდება.
აქვე, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ საპარლამენტო არჩევნები 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციულისიით არჩეული დეპუტატი.