ხვალიდან ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში - დავით ბაქრაძე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებითვის" თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ხმა მისცა საქართველოში ცვლილებებს. ბაქრაძის თქმითვე, ხვალიდან შეცვლილ და უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებთ. 

"დილიდან ძალინ ბევრი ადამიანია მოსული საარჩევნო უბანზე, ასეთი, დიდი ხანია არ მახსენდება. მე პირადად ხმა მივეცი ამ ქვეყანაში ცვლილებებს იმიტომ, რომ საქართველოს სჭირდება ცვლილება, სჭირდება წინსვლა და უკეთესობა და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალიდან ყველა ერთად ახალი ენერგიით, ახალი ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილი და უკეთეს საქართველში. მთავარია, რომ ყველა ადამიანი მოვიდეს, მთავარია ყველამ დააფიქსიროს საკუთარი აზრი და რაც მოხდება დღის ბოლოს ყველა ერთად შევხედავთ, თუმცა რა თქმა უნდა, მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია," - ამბობს დავით ბაქრაძე 

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა 08:00-ზე დაიწყო და 20:00-მდე გაგრძელდება. 

აქვე, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ საპარლამენტო არჩევნები 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი