არავის არ უნდა შეეშინდეს, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე - ლევან ვარშალომიძე

გამოქვეყნდა:

"ენმ-ძალა ერთობაშიას" პარლამენტის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან ვარშალომძე ამბობს, რომ ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე, რათა ქვეყანაში მოხდეს ცვილებები. 

"მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, მნიშვნელოვანი დღეა და მართლაც, ამ ისტორიულ დღეს, ყველამ უნდა დავაფიქსიროთ თავისი ხმა, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, და არჩევნებზე უნდა მივიდეთ, რომ ცვლილება განხორციელდეს, გავაკეთოთ ეს ცვილება. 2020 წლის 31 ოქმტომბერი უნდა გახდეს ქართველი ხალხის არჩევნები - არავის არ უნდა შეეშინდეს, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს თავისი აზრი," - თქვა,  ლევან ვარშალომიძემ

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა 08:00-ზე დაიწყო და 20:00-მდე გაგრძელდება. 

აქვე, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ საპარლამენტო არჩევნები 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი