"მოვედი, რომ ფულები დავურიგო" - ბიზნესმენი დავით ზეიკიძე

გამოქვეყნდა:

"ოცნების" ერთერთ საარჩევნო შტაბში ბიზნესმენი დავით ზეიკიძე მივიდა, რომელიც "ოცნებას" ხმების მოგროვებაში ეხმარება.

"მოვედი, რომ ფულები დავურიგო, რომელიც მომცემს ხმას. ეს ჩემი ოფისია, საკუთარი - მე არ ვმალავ, რომ "ოცნებას" ვუჭერ მხარს. ემ ორი კაცის იმედი მაქვს საქართველოში: ბიძინა ივანიშვილი და გახარია, რომლებსაც შეუძლია ქვეყანა დააყენონს ფეხზე", - ამბობს, დავით ზეიკიძე 

ბიზნესმენი ამბობს, რომ მის საკუთრებაში არსებულ ფართში არ არის "ოცნების" ოფისი, რადგან ფულს არ აძლევენ. 

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს გაირკვა, რომ სოფელ მუხრანში, წეროვანსა და წალკაში "ოცნება" ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებას ცდილობს. როგორც ადგილობრივები "მთავართან" ყვებიან, მმართველი გუნდი ხმების მოსაპოვებლად პარტიის მხარდამჭერი ბიზნესმენების გავლენებსაც იყენებს. ბიზნესმენებიდან ერთერთი დავით ზეიკიძეა. თუმცა ზეიკიძემ ადგილობრივების ბრალდებები უარყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი