სამეგრელოში არჩევნები ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებთან სიებით ხელში სავარაუდოდ "ქართული ოცნების" კოორდინატორები დგანან, თუმცა არ ამბობენ რომელი პარტიის წარმომადგენლები არიან და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ "რესტორანში, საქეიფოდ წასასვლელ სიებს ადგენენ".
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, თუმცა მათ ამ ფაქტზე რეაგირება არ აქვთ.
გარდა ამისა, რამდენიმე უბანზე ამომრჩევლებს მხოლოდ ერთი ბიულეტინი მისცეს, რაც ასევე დარღვევაა.
მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ქუთაისში, სადაც ქალაქის მერსაც ირჩევენ, თუმცა ამომრჩევლებს ერთერთ უბანზე მესამე ბიულეტინები არ მისცეს