ანა დოლიძე ხუდადოვზე, ამომრჩეველზე სავარაუდო ზეწოლის შემთხვევებზე საუბრობს. უფრო კონკრეტულად კი დოლიძე ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ერთ ერთ საარჩევნო უბანთან "კაწროც" გამოჩნდა. დოლიძის თქმით, ამ ინფორმაციის გადამოწმება ტერიტრიაზე არსებული ვიდეოჩანაწერებით მარტივად არის შესაძლებელი. დოლიძე ვარაუდობს, რომ კაწროს გამოჩენა ერთგვარი წახალისება და გამხნევებაა იმ ძველი ბიჭების, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქში, სხვადასხვა უბნებზე გადაადგილდებიან და ამომრჩეველს აშინებენ.
ანა დოლიძე ამბობს, რომ მისი საარჩევნო შტაბის წევრებმა 112-შიც დარეკეს, რადგან რამდენიმე პირმა სრული კონტროლი დაამყარა საარჩევნო უბანზე.
შეგახსენებთ, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" საზოგადოებამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმიდან გაიცნო.