საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და ხმა გადასატანი ყუთით საპატრიარქოში მისცა.
"საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. მე მივმართავ სრულიად საქართველოს, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე. იმედია, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს და მე მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს. ვისწავლოთ მოსმენის კულტურა. მე იმედით ვუყურებ მომავალს", - თქვა ილია მეორემ.
ილია მეორემ სპეციალური მიმართვა გუშინ, 30 ოქტომბერს გაავრცელა და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მან თქვა, რომ "ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხის გამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკური მიკერძოება მისთვის უცხოა".