გავიმარჯვეთ თბილისში, გავიმარჯვეთ ყველა დიდ ქალაქში - ზაალ უდუმაშვილი

გამოქვეყნდა:

ყველა ინფორმაცია, რომელიც მოგვდის საარჩევნო უბნებიდან, მიანიშნებს იმაზე, რომ გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ ყველა დიდ ქალაქში - ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ზაალ უდუმაშვილი. 

ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებლი ყველა ინფორმაცია, რომელიც მოგვდის საარჩევნო უბნებიდან, მიანიშნებს იმაზე, რომ ქართული ოცნება დამარცხებულია, ჩვენ გავიმარჯვეთ ყველა დიდ ქალაქში, გავიმარჯვეთ თბილისში. თქვენ ხედავდით, რა ხდებოდა გლდანში - "ქართული ოცნება" გადავიდა ძალადობაზე და მე მინდა მოვუწოდო ამ ძალადობის მონაწილეებს - ნუ ჩაჰყვებით საფლავში ბიძინა ივანიშვილს, - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილმა თბილისელი მხარდამჭერები 7 საათზე რუსთაველის გამზირზე მიიწვია, რათა რვა საათზე ერთად იზეომონ გამარჯვება. 

შეგახსენებთ, იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება დამარცხებულია და თბილისში, სულაც მეორე ადგილზე გავიდა, სტატუსი გამოაქვეყნა ასევე "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. 

აქვე შეგახსენებთ, რომ გლდანში, საარჩევნო უბანზე სროლა და დაპირისპირება იყო, რა დროსაც, შსს-ს ინფორმაციით, ოთხი პირი დააკავეს. 

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბნების დახურვამდე დაახლოებით ორი საათი დარჩა, ცესკოს 15:00 საათის მონაცემებით კი ამომრჩეველთა აქტივობა 36.45% იყო.  

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი