სპეცრაზმი მარნეულსა და პარლამენტში - შსს-ს განმარტება

გამოქვეყნდა:

შსს სპეცრაზმის მობილიზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმაურება და განმარტავს, რომ საპოლიციო ძალები მათი უფლებამოსილების ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებიან.

შსს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე ამბობს, რომ სამართალდაცველების მთავრი ფუნქცია ახლა არჩევნების დღის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩამთავრებაა.

შსს-მ უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება და რომ შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი საპოლიციო ძალები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებიან, მათი სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების მიზნით.

"დღეს პოლიციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება, სწორედ ამ მიზნით არიან გადანაწილებული" - ამბობ კახა საბანაძე.

სპეცრაზმის მობილიზაცია მარნეულში საღამოს საათებში დაიწყო. შეიარაღებული სამართალდამცველები ქალაქში ავტობუსებითა და პიკაპებით შეიყვანეს.

სპეცრაზმია მობილიზებული თბილისში, პარლამენტის შენობის ეზოშიც.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი