მარნეულში მთელი განვლილი დღის მსგავსად, ვითარება ამჟამადაც დაძაბულია. ცენტრალურ, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი გადაადგილდება, თუმცა რატომ დაიწყეს საპოლიციო ძალებმა მოძრაობა, უცნობია. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში მარნეულის პოლიციის შენობის ტერიტორიაზე იყვნენ გაჩერებული.

ვითარება კი ქალაქში სავარაუდოდ მას შემდეგ დაიძაბა, რაც მესამე საარჩევნო უბანზე, ოპოზიციის ინფორმაციით, საარჩევნო ყუთში ბიულეტინები ჩაყარეს. როგორც ისინი ამბობენ, ამ დროს უბანზე რამდენიმე წუთით ელექტროენერგიაც გაითიშა, რითაც ისარგებლეს და ბიულეტინები ყუთში ჩაყარეს.

სპეცრაზმი მარნეულში დღის ბოლოს შეიყვანეს. შსს-მ ეს ყველაფერი უსაფრთხო არჩევნების ჩატარების მოტივით ახსნა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი