"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერის, შალვა ნათალეშვილის განცხადებით, არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი უნდა თქვან და სამთავრობო შენობების ბლოკირება მოახდინონ. მისი თქმით, უნდა დაიწყოს უწყვეტი მიტინგები.
"მთელი მსოფლიო დავაყენოთ ფეხზე, უარი განვაცხადოთ არჩევნების შედეგების აღიარებაზე, მოვითხოვოთ ბათილად ცნობა და ხელახალი არჩევნები. მუდმივი უწყვეტი მიტინგები სანამ, თუნდაც დავიხოცებოდეთ, ვიდგეთ გარეთ, ხვალ. სხვა ყველაფერი გვიანი იქნება. ბლოკირებაში უნდა იქნას აღებული ყველა სამთავრობო შენობა, სადაც გაყალბების სქემები იწერება, არა მხოლოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში", - თქვა, შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ოპოზიცია და მოქალაქეები ცესკო-ს შენობასთან იკრიბებიან.
ცესკომ ამ დროისთვის 1 085 საარჩევნო უბანის მონაცემები დათვალა, რაც უბნების საერთო რაოდენობის მხოლოდ 28%-ია. ამ მონაცემების მიხედვით, "ქართულ ოცნებას" - 54,72%, "ენმ-ძალა ერთობაშიას"- 23,61%, ხოლო "ევროპულ საქართველოს" 3.95% აქვს.