"პირდაპირი უარი ვერ თქვა და შემომითვალა, რომ დაველოდო მის ბრიფინგს" - ნიკა გვარამიამ ცესკო დატოვა

გამოქვეყნდა:

თამარ ჟვანიამ ნიკა გვარამიას ინტერვიუზე უარი უთხრა. "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ცესკო დატოვა. ნიკა გვარამია დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ელოდებოდა ჟვანიასაგან პასუხს ინტერვიუს თაობაზე, თუმცა საბოლოოდ ეს ინტერვიუ არ შედგა.

"არავითარი პასუხები არ მიმიღია თამარ ჟვანიასგან, მან პირდაპირი უარი ვერ თქვა ინტერვიუზე, შემომითვალა, რომ შემიძლია დაველოდო მის შემდეგ ბრიფინგს, ცხადია, ბოლო ბრიფინგის შემდეგ მასთან შეკითხვები, ბრიფინგის ფორმით, ვერაფრით ვერ მექნება, ეს შეიძლება იყოს ან ინტევრვიუს სახით, ან პროკურორის და გამომძიებლის დაკითხვის სახით, ქალბატონ თამარ ჟვანიასთან სხვა ტიპის შეკითხვები აწი არ მგონია, რომ დაისვას," - თქვა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან კომენტარში, ცესკოს შენობის დატოვების შემდეგ.

ნიკა გვარამია ცესკო-ს შენობაში კომისიის რამდენიმე წარმომადგენელსა და ოპოზიციის წევრებს ესაუბრა. ყველა მათგანი აფიქსირებს პოზიციას, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს და ქვეყანაში ახალი რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი