"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ამ წუთებში ცესკოს ტერიტორიაზეა და შენობაში შესვლას ცდილობს. თუმცა პოლიციის კორდონი მას ამის საშულებას არ აძლევს.
სამართალდამცველებმა ჟვანიას ადმინისტრაციის წინ ცოცხალი კედელი აღმართეს და ჟურნალისტებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ შესაბამისი აკრედიტაციები აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს მხრიდან ოქმების გასაჯაროების დაგვიანების შესახებ პირველი განცხადება დღეს სწორედ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა გააკეთა და ოპოზიციას ხმების დაცვისკენ მოუწოდა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ თამარ ჟვანიას უწყება ახლა ხმების გაყალბებითაა დაკავებული.
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ამ განცხადების შემდეგ ოპოზიცია ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში შეიკრიბა და რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია დააანონსა.