"ოცნებისთვის" მიცემული ხმა ფულის სანაცვლოდ - ბოლნისის სოფელი მამხუტში, კულტურის სახლში არსებულ საარჩევნო უბანთან "ქართული ოცნების" აგიტატორი ფულს ქალს გადასცემს. ფაქტის ამსახველი ვიდეო "მთავარ არხს" მოქალაქემ მიაწოდა.
აქვე, არჩევნებამდე 5 დღით ადრე ხელისუფლებამ მცხეთაში ტაქსის მძღოლების ხმების 100 ლარად მოსყიდვა "ქართული ოცნების" მხარდამჭერ ბიზნესმენებს დაავალა. გუშინ 31 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მცხეთა მთიანეთის საოლქო კომისიაში, საუბნო საარჩევნო ოქმის გაყალბების შესახებ არის საუბარი. ხოლო, საკვებს ხელისუფელბა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში საკვებს ტომრებით არიგებდა და ხმებს ყიდულობდა.