"ქართული ოცნების" მე-3 ნომერმა და პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა და პარტიის საარჩევნო მოლოდინებზე ისაუბრა.
"ველით 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში უპირობო გამარჯვებას. ჩვენ პირველივე ტურში ვიგებთ არჩევნებს. თუმცა, დანარჩენ შემთხვევებში გვექნება მეორე ტური და, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვართ არჩევნების მოგებაში", - ამბობს კობახიძე.
ცესკოს პირველადი მონაცემები, როცა უბნების 28%-იყო დათვლილი შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ბოლო, 11:00 საათის მონაცემები კი აქ.
შეგახსენებთ, რომ როდესაც თამარ ჟვანია ცესკოში პირველად შედეგებს აცხადებდა, ოთახში "ნაციონალური მოძრაობის" ცესკო-ს წევრი, დავით კირთაძე შეიჭრა და ჟვანიას საუბარი გააწყვეტინა.
მოგვიანებით, თამარ ჟვანიას ბრიფინგი მეორედაც შეაწყვეტინეს.
ცნობისთვის, ოპოზიცია ცესკოს მონაცემებს გაყალბებულს უწოდებს. ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დღეს 4 საათზე საქართველოს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ელოდებიან.
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი ფოტოს ავრცელებს, სადაც წერია, რომ "საქართველოში არჩევნების შედეგები ბელარუსის/ცენტრალური აზიის ქვეყნების სტილში ყალბდება".