პარალელურმა დათვლამ, პრაქტიკულად, 1-%იანი სიზუსტით დაადასტურა იფსოსის ეგზიტპოლი - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "სამართლიანი არჩევნების" მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების გასაჯაროვების შემდეგ "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ პარალელურმა დათვლამ, პრაქტიკულად 1%იანი სიზუსტით დაადასტურა იფსოსის ეგზიტპოლის მონაცემების სიზუსტე. 

"პარალელურმა დათვლამ პრაქტიკულად 1%იანი სიზუსტით დაადასტურა იფსოსის ეგზიტპოლი.პარალელური დათვლა ითვლის შემოსულ ოქმებს. ორგანიზაციამ თქვა, რომ ოქმებში დისბaლანსი და გაყალბება იწვევს 4%იან ცდომილებას (და გაყალბება ყველგან ქოცების სასარგებლოდაა) და ამ გაყალბებული ოქმების ჩათვლითაც ქართულ ოცნებას აქვს 46%იო. აბა, გამოვაკლოთ ახლა 46%ს 4% და რას მივიღებთ? 42%! რისი დამტკიცებაც გვინდოდა. გმადლობთ ყურადღებისთვის! "სამართლიანი არჩევნები (ISFED)"გმადლობთ, რომ არსებობთ", - წერს ნიკა გვარამია. 

შეგახსენებთ, "სამართლიანმა არჩევნებმა" ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც "ოცნებამ" - 45.8%; "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი - 26.4% მიიღო. 

აქვე შეგიძლიათ იხილოთ ბოლო მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, რომლის მიხედვითაც "ქართულ ოცნებას" აქვს ხმების 48.05%, "ენმ-ძალა ერთობაშიას" კი 27.07%. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი