დიდი ყურადღებით დავაკვირდებით შემდგომ საარჩევნო პერიოდს - ევროკავშირი

გამოქვეყნდა:

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ევროკავშირი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც "საარჩევნო პროცესსში, ისევე როგორც მეორე ტურებში, მთავარია მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვა და  სამართლიანი, გამჭირვალე და ზუსტი განხილვა საჩივრებისა." აქვე ევროკავშირის განცხადებაში წერია, რომ დიდი ყურადღება დაეთმობა მეორე ტურებსაც. 

"კორონავირუსის მიუხედავად, მაღალი იყო საარჩევნო აქტივობა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, 31 ოქტომბერს, რომელიც ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდა. 
საერთაშორი სადამკვირვებლო მისიების დასკვნებით, [ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის - ოდირის და ეუთოს, ევროპის საბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის]  მთლიანობაში არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, სადაც ძირითადი თავისუფლებები დაცული იყო. 

ამის მიუხედავად, დამკვირვებლემა აღნიშნეს, რომ როგორც წინასარჩევნო გარემოზე, ასევე უშუალოდ არჩევნების პროცესში, გავლენა იქონია ამომრჩევლებზე ზეწოლამ და ასევე, სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს შორის ზღვრის არარსებობამ და ამასთან დაკავშირებულმა მინიშნებებმა, რამაც თავის მხრივ, გავლენა იქონია საზოგადოებრივ რწმენაზე  საარჩევნო პროცესისადმი. 

მთლიან საარჩევნო პროცესსში, ისევე როგორც მეორე ტურებში, მთავარია მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვა და  სამართლიანი, გამჭირვალე და ზუსტი განხილვა საჩივრებისა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ განაგრძოს დემოკრატიული პრინციპებისა და სტანდარტების დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. თავისუფალი და მრავალფეროვანი მედია გარემოს შესანარჩუნებლად, უმნიშვნელოვანესია, მათ შორის იმისათვის, რომ ამომრჩევლებმა სრულად ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. ევროკავშირი დიდი ყურადღებით დააკვირდება შემდგომ საარჩევნო პერიოდს, განსაკუთრებით კი, მეორე ტურის საარჩევნო დღეს. 

განახლებული სამართლებრივი ჩარჩო, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობა გახდა. ბოლო დროის საკანონმდებლო ცვლილებებში კი, ნაწილობრივაა გათვალისწინებული ეუთო / ოდირის და ევროპის საბჭოს / ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. აქვე, დარჩა რიგი გაუთვალისწინებელი რეკომენდაციები. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ, საარჩევნო ხარვეზებზე მუშაობა, მათ შორის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინება ეუთო-ოდირისგან, მრავალხმრივი დიალოგის ფარგლებში, მეორე ტურის შემდგომ. 

ევროკავშირი გვერდში უდგას დემოკრატიულ, სტაბილურ, წარმატებულ და ინკლუზიურ საქართველოს და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას განაგრძობს" - ნათქვამია განცხადებაში. 

აქვე შეგახსენებთ, დღესვე ამერიკის საელჩო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია რომ შტატები იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას.  საელჩო ყველა პარტიას მოუწოდებს გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას. 

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი