ამ გაყალბებულ პარლამენტში შესვლა, “ქართულ ოცნებაში” შესვლას ნიშნავს - გიგი უგულავა 

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი, გიგი უგულავა, ამბობს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი გაყალბებულია და არალეგიტიმურობის გამო მალე ჩამოიშლება. 

"დღეს, აი ამ გაყალბებულ პარლამენტში შესვლა, ნიშნავს პირდაპირ არა პარლამენტში შესვლას, არამედ "ქართულ ოცნებაში" შესვლას. "ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილება არის - სრული ბოიკოტი გამოუცხადოს ამ პარლამენტს. არც ერთი ჩვენთაგანი არ მიიღებს იმ გადმოგდებულ მანდატებს იმიტომ, რომ ეს პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად "ქართულ ოცნებას" აქვს ორი არჩევანი: პირველი, რასაც ვითხოვთ პატიოსანი და სამართლიანი რიგგარეშე არჩევნები, სხვა შემთხვევაში, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი თავისი არალეგიტიმურობის და აბსურდულობის გამო აუცილებლად ძალიან მალე ჩამოიშლება," - თქვა გიგი უგულავამ 

რამდენიმე წუთის წინ, პარტია "ევროპულმა საქართველომ" გადაწყვეტილება მიიღო, რომ უარს ამბობს ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე და ასევე მონაწილეობას არ მიიღებს არჩევნების მორე ტურში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი