შარაშენიძე ტექნოლოგიებს ისე არ ფლობს, რომ ლაივი ჩაერთო - ოზურგეთის მერიის პრესსამსახური

გამოქვეყნდა:

"სისულელეა" - ასე ეხმიანება ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, შეკითხვებს მის მიერ ხმის მიცემის პროცესის ვიდეოზარით გადაღებასთან დაკავშირებით. 

"საქმე დაგელიათ?! რანაირი ლაპარაკია, საიდან მოგაქვთ ეს სისულელეები" - ამბობს კონსტანტინე შარაშენიძე. ამავდროულად, მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, შარაშენიძე არ "ფლობს" თანამედროვე ტექნოლოგიებს ისე, რომ ლაივი ჩაერთო არჩევნებზე. 

თავის მხრივ, დამკვირვებელმა, მარიამ მესხიშვილმა, საჩივარი უკვე გაამზადა - ის ფიქრობს, რომ მერის ქმედება უკანონოა.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი ვიდეოზარით გადაიღო, რათა "ოცნების" კანდიდატისთვის, ვასილ ჩიგოგიძისთვის, ეჩვენებინა, როგორ ხაზავდა მის სახელსა და გვარს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი