ბათუმის საოლქო კომისიაში შემაჯამებელი ოქმების ჩასწორება მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებიდან ორი დღის შემდეგ ბათუმის საოლქო კომისიაში შემაჯამებელი ოქმების ჩასწორება მიმდინარეობს. 

საოლქო კომისიის იურისტი, ზვიად სურმანიძე ამბობს, რომ შესწორების ოქმები ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენი ცარიელი ბიულეტენი ჩაიბარა ოლქიდან საარჩევნო უბანმა. 

საუბნო საარჩევნო კომისიების შენობები ადგილზე თითქმის უკვე დახურულია, შესაბამისად კომისიის წევრები მოდიან საოლქო საარჩევნო კომისიაში - თუ კი შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირდა რაიმე სახის ტექნიკური ხარვეზი, ფაქტობრივი მდგომარეობისა და ახსნა განმარტების საფუძველზე კომისიის წევრები ადგენენ შესწორების ოქმს. ორი დღის განმავლობაში შეიძლება საჩივარი იქნეს წარმოდგენილი, შესაძლოა ვინმემ შემოიტანოს საჩივარი და ამის შემდგომ განვიხილავთ და შევისწავლით ფაქტს - შესწორებების ოქმში 100% არის მეხუთე გრაფასთან დაკავშირებით, მეხუთე გრაფა არის ცარიელი საარჩევნო ბიულეტენი რამდენი ჩაიბარა ოლქიდან უბანმა ეს არის არასწორად დაწერილი, - ამბობს ზვიად სურმანიძე 

საუბნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ჩასწორება იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც დღეს დილით  აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიამ არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ არჩევნების შედეგები გააპროტესტა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ "იმოქმედემ" და დღეს, დილით ბათუმის მერიის და პარკის ცენტრალურ შესასვლელთან წარწერა "იმოქმედე" დაწერეს. თუმცა რამდენიმე საათის წინ სანდასუფთავების თანამშრომლება წარწერები წაშალეს. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი