"ქართული მარშიც" ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა - აქცია "ოცნების" ოფისთან

გამოქვეყნდა:

ხმაური "ქართული ოცნების" ოფისთან - "ქართული მარშის" წევრები აქციას მართავენ. 

"ჩვენ მოვედით აქ, რათა დავამტკიცოთ, რომ ქართველ ხალხს მოპარეს არჩევნები. რომ გაიგეს, მარში მოდისო, ოფისიდან გაქცეულა ყველა - ეს სამარცხვინოა. ეს არის ჩრდილოეთ კორეა, ასეთ სახელმწიფოში შვილების გაზრდას არ ვაპირებ, ვიქნებით ბოლომდე რადიკალურები, სანამ არ დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები", - ამბობს სანდრო ბრეგაძე. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შესვლაზე უარი თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა - "ევროპულმა საქართველომ", "ლელომ", "ლეიბორისტულმა პარტიამ" , "გირჩმა", "სტრატეგია აღმაშენებლმა".  

პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს "პატრიოტთა ალიანსიც"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი