"გირჩი" პარლამენტში არ შედის - საგანგებო განცხადება პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ გააკეთა და ამით მისი პარტია სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას შეუერთდა.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტში შესვლა „გირჩისთვის“ და საპარლამენტო პარტიის სტატუსის მიღება. ჩვენი სლოგანი წინასაარჩევნოდ იყო „გირჩი“ პარლამენტში“, ასევე ძალიან კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთიანობა. „გირჩიც“ უერთდება პარლამენტში შესვლის ბოიკოტს. ბოიკოტის შემთხვევაში არც მეორე ტურს არ აქვს აზრი - ამბობს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შესვლაზე უარი უკვე თქვეს "ევროპულმა საქართველომ", "ლელომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ" .
პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს "პატრიოტთა ალიანსიც"
ცესკოს მონაცემებით, "გირჩმა" საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 2.89% მიიღო