პუტინმა ივანიშვილის ხელით, თავზე დაგვამხო არჩევნები, ამ პარლამენტის შეკრება დაუშევებელია - ნათელაშვილი

გამოქვეყნდა:

შალვა ნათელაშვილის "ლეიბორისტული პარტია" უარს ამბობს მანდატებზე და არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. 

"რუსეთის პრეზიდენტმა, ჩვენი ქვეყნის მთავარმა ოკუპანტმა პუტინმა, რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მეშვეობით და ჩვენი ვაჭარი თანამემამულეების ხელით, თავზე დაგვამხო ქვეყანა და საპარალამენტო არჩევნები. შედეგები  ამ კენჭისყრისა არის არალეგიტიმური, უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი პარლამენტის შეკრება დაუშევებელი გახლავთ, იქ არავინ არ უნდა შევიდეს, არა მარტო ოპოზიცია, არამედ თუ შერჩენიათ თავმოყვარეობა "ქართული ოცნების" წევრებიც. 

ჩვენ უარს ვამბობთ ყოველგვარ მანდატზე იმ პარალამენტში, რომელიც ჩვენი ხალხის ცოდვით და უკანონობით შედგა, მაგრამ ეს უნდა იყოს საყოველთაო". - ამბობს შალვა ნათელაშვილი. 

აქვე შეგახსენებთ, ძირითადი პროდასავლუტრი ოპოზიცია უარს ამბობს საპარალამენტო მანდატებზე, მათ შორის  აჭარის უმაღლესი საბჭოზე.

დღესვე, "ევროპულმა საქართველომ", უარი თქვა მეორე ტურებში მონაწილეობაზე. ცნობილია ისიც, რომ "ევროპული საქართველოს" გარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს არ აღიარებს  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". 
ახალი მოწვევის პარლამენტში სავარუდოდ შესვლას არ აპირებენ: "ლელო საქართველოსთვის", ასევე - ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები", "სტრატეგია აღმაშენებელი". 

მათ შორის მანდატებზე უარს ამბობს "პატრიოტთა ალიანსიც". 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი