"ქართულმა ოცნებამ" დემოკრატიული სიმწიფე ვერ აჩვენა - ანდრიუს კუბილიუსი არჩევნებზე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ფიქრობს, რომ არჩევნებმა კონკურენტულ გარემოში, თუმცა, ხარვეზებით და დარღვევებით ჩაიარა. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ "დემოკრატიული სიმწიფე" ვერ აჩვენა.

კუბილიუსმა ინტერვიუ "მთავარ არხს" მისცა და ამბობს, რომ პოლიტიკურმა პარტიება, ვინც შედეგებით უკმაყოფილოა,  სასამართლოს აუცილებლად უნდა მიმართონ. 

"ჩვენ ვხედავთ ბიულეტენებს, რომელშიც ამომრჩევლების რაოდენობა და მიცემული ხმების რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს აჩვენებს, რომ ზოგიერთი პროცედურა მართლაც არ იყო გამჭვირვალე", - ამბობს ანდრიუს კუბილიუსი.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სადამაკვირვებლო მისია პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებს, საერთო ჯამში, სტაბილურად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ეუთო ოდირის მიერ გაცემული რეკომენდაციები ბოლომდე დაცული არ იყო. 

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირიც, რომელმაც თქვა, რომ შემდგომ საარჩევნო პერიოდს დიდი ყურადღებით დააკვირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი