ფაშინიანმა გახარიას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, გიორგი გახარიას საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის Facebook-გვერდზე ვეცნობით. 

"საქართველოს პრემიე-მინისტრ გიორგი გახარიას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ნიკოლ ფაშინიანის და გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს", - ვკითხულობთ პოსტში. 

ცნობისთვის, გიორგი გახარიას გამარჯვება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც, მიულოცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი