ილჰამ ალიევი გახარიას არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

გამოქვეყნდა:

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.

"ილჰამ ალიევსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრისას ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ეს პირველი ოფიციალური მილოცვაა. 

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უბნების 100% ჯერ ისევ არ დაუთვლია. 

ამ წუთებში კი პარლამენტის წინ ოპოზიცია აქციას მართავს, ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიცია შეთანხმდა, რომ მანდატებზე უარს იტყვიან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 97.09%. შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გაყალბებული ოქმები (განახლებადი) იხილეთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი