თავდასხმა გიორგი რურუაზე - კადრები საპატიმროდან

გამოქვეყნდა:

პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს საპატიმროში გადაღებულ ვიდეოკადრებს, სადაც გიორგი რურუაზე მომხდარი თავდახმის დეტალები ჩანს.

"მთავარი არხის" ერთერთ დამფუძნებელს, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გლდანის ციხეში დღეს თავს დაესხნენ. რურუას ადვოკატი და ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების მხრიდან არის დაკვეთილი.

მომხდარზე განცხადებას გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა და ამბობს, რომ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო.

ოფიციალური უწყება განცხადებაში წერს, რომ მას  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პატიმარმა, რომელიც ღია საკანში იმის გამო იჯდა, რომ მის საპირფარეშოში რემონტი მიმდინარეობდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი