სახლემწიფო სუაფრთოხების სამსახურში, "ნაციონალური ძოარობა" გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, დევი ჭანკოტაძის აქტრივისტები დაიბარეს. გამოკითხვა უწყებაში ცოტა ხანში უნდა დაიწყოს. რაფი კორუჯოვი ადვოკატ ბექა ბასილაიასთან ერთად სუს-ში უკვე მივიდა.
ბექა ბასილაიას განმარტებით, რაფი კორუჯოვი ჭანკოტაძის მეგობარი და მეწარმეა, ის 31 ოქტომბრის აქციაზე როგორც ჩვეულებრივი აქტივისტი იმყოფებოდა. უწყება ამბობს, რომ მის მანქანაში ელექტროშოკური მოწყობილობა აღმოაჩინეს.
"არჩევნები ხომ გააყალბეს და ახლა უნდათ სუს-ის ძალით დააშინონ ჩვენი მხარდამჭერები. სუს-მა მოიცალა, რომ ელექტროშოკზე დაიწყო გამოძიება და გამოკითხვაზე დაიბარა რაფი კორუჯოვი. მინდა განგიმარტოთ, რომ ელექტროშოკი არანაირ კანონსაწინააღმდეგო ნივთს არ წარმოადგენს", - თქვა ბექა ბასილაიამ.
პროკურატურას ამ დრომდე არ დაუსახელებია მუხლი, რომლითაც გამოძიება დაიწყო.