ავტორიტარული რეჟიმის რეაქცია, რომელიც ივანიშვილისთვის დრამატულად დასრულდება - გიგა ბოკერია ნიკა მელიაზე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" წევრის, გიგა ბოკერიას, შეფასებით, პროკურტურის მოთხოვნა ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობაზე "ავტორიტარული რეჟიმის რეაქციაა". 

"ეს არის ავტორიტარული რეჟიმის რეაქცია. მსგავსი ამბები ყოველთვის ძალიან ცუდად მთავრდება რეჟიმისთვის. ყველაფრის ფინალი იქნება ივანიშვილისთვის დრამატული დასასრული. ის ვერ გააჩერებს ვერც ოპოზიციის და ვერც საზოგადოების კრიტიკული მასის განწყობას - ქვეყანას ივანიშვილის არავინ დაუთმობს მისატაცემლად", - ამბობს ბოკერია. 

ცნობისთვის, 1 ნოემბერს ნიკა მელიამ პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო.  მისი თქმით, აღარ აპირებს სამაჯური ატაროს, რადგან ის უსამართლობის სიმბოლოა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი