თუ ხელისუფლებას მელიას ამ გზით მოშორება უნდა, ეს ძალიან დიდი შეცდომაა - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის და გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი ამბობს, რომ აღკვეთი ღონისძიების დამძიმების ერთადერთი გზა პატიმრობის მოთხოვნაა.

მისივე ინფორმაციით, პროცესი სასამართლოში დღეს, 3 ნოემბერს 5 საათზეა ჩანიშნული.

ადვოკატი ამბობს, რომ ელექტრონული სამაჯური და მთლიანად აღკვეთი ღონისძიება ფიქცია იყო და არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა. 

"როგორც ჩანს დღეს ნახეს, რომ მზარდი რეიტინგი აქვთ, არის მძიმეწონიანი პოლიტიკოსი და ალბათ გადაწყვიტეს შერჩევითი სამართლით ამწუთას ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ ეს შეძლონ. თუ ხელისუფლებამ გადაწყვტა, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამ გზით მოიშოროს, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა", - ამბობს ადვოკატი, გიროგი კონდახაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. ეს გადაწყვეტილება უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც 1 ნოემბერს ნიკა მელიამ პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო.  მისი თქმით, აღარ აპირებს სამაჯური ატაროს, რადგან ის უსამართლობის სიმბოლოა. 

ნიკა მელია ამბობს, რომ სამაჯურის გაკეთებას არ აპირებს და ბოლომდე იბრძოლებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი