ამგვარი თავდასხმები კიდევ ერთხელ აშიშვლებს რეჟიმს - ბოკუჩავა გიორგი რურუაზე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, გიორგი რურუა ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარია, რადგან ის მთავარი ოპოზიციური არხის დამფუძნებელია და ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივობებშიც აქტიურად იყო ჩართული. 

"ამგვარი თავდასხმები კიდევ ერთხელ აშიშვლებს რეჟიმს, ბიძინა ივანიშვილის მცდელობას, რომ ახლა დააშინოს და დაიმორჩილოს ოპოზიციური ლიდერები და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, მაშინაც კი, როცა მისი პირადი გადაწყვეტილებით, ისინი პოლიტიკურ პატიმრობას იხდიან სამარტოო საკანში, ეს არის სრულად აღმაშფოთებელი რამ", - თქვა თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, გიორგი რურუა ძალიან მალე თავისუფალი იქნება, რადგან ივანიშვილის რეჟიმის დღეები დათვლილია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ნოემბერს გიორგი რურუას გლდანის ციხეში სხვა პატიმრები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რურუას დაპირისპირების შედეგად სახის არეში სისხლნაჟღენთები აღენიშნება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი