თალაკვაძემ გიორგი რურუას მონახულებაზე სამადაშვილის განცხადება დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დააკმაყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადება, რომ მან ციხეში გიორგი რურუას მონახულება შეძლოს.

"მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, სალომე სამადაშვილს კოვიდ19-ზე PCR ტესტის გაკეთების შემთხვევაში, უსაფრთხოების წესების დაცვით, შეუძლია გიორგი რურუა მოინახულოს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სალომე სამადაშვილს არ ეძლევა პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას მონახულების საშუალება - არასწორია", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ნოემბერს გიორგი რურუას გლდანის ციხეში სხვა პატიმრები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რურუას დაპირისპირების შედეგად სახის არეში სისხლნაჟღენთები აღენიშნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი