ვინც არ ასრულებს კანონს, პასუხიმგებლობა უნდა დაეკისროს - ოხანაშვილი მელიაზე

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებაში" ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ამბობენ, რომ სასმართლოს დაკისრებული პირობის დარღვევისთვის, პირს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიამ სამაჯურის მოხსნით პირობა დაარღვია და შესაბამისად, პროკურატურა უფლებამოსილია რეაგირება ჰქონდეს და სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა, ხოლო რას გადაწყვეტს სასმართლო, ოხანაშვილის თქმით, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია - ვინც არ ასრულებს კანონს, ლოგიკურია პასუხიმგებლობა უნდა დაეკისროს - ამბობს ოხანაშვილი.

​"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" უპასუხა ოხანაშვილს ნიკა მელიას ადვოკატმა, რომელიც პროკურატურის მოთხოვნის აბსურდულობაზე საუბრობს და ამბობს რომ ხელახალი გირაოს მოთხოვნა სამართლებრივად არასწორია და აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მხოლოდ პატიმრობით შეიძლება.

ნიკა მელიას სასმართლო თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 საათზე უნდა დაიწყოს. პროკურატურა 100 000 ლარიან გირაოს ითხოვს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი