ენმ-ს აქტივისტმა სუს-ი დატოვა, ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვას ითხოვს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. უწყება ამბობს, რომ 31 ოქტომბერს, აქციის დღეს მას მანქანაში ელექტროშოკური მოწყობილობა ჰქონდა. ეს კიდევ ერთი საქმეა, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაწიყო. 

რაფიკ ოკუჯოვმა და მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ უწყება დატოვეს. ოკუჯოვმა კითხვებზე პასუხზე უარი განაცხადა და მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვა. 

"დაიწყეს გამოძიება ელექტროშოკზე სახელმწიფო გადატრიალების კუთხით, ეს არის აფსურდი, კომიკური, რაციონალური ახსნა არ გააჩნია. სავარაუდოდ, ეს არის პოლიტიკურად დაკვეთილი გამოძიება და ჩვენ გვახსოვს კობახიძის ბოდვითი აშლილობა, რომ გადატრიალების გეგმა არსებობდა", - თქვა ბექა ბასილაიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დევი ჭანკოტაძის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ მის წინააღმდეგ კომპრომატები შეაგროვოს. 

"მასობრივად იქნება ეს ყველაფერი გაკეთებული, ამაში ეჭვიც არ მეპარება. ალბათ მეც დამიბარებენ თუ რამე საფუძველი მიეცათ, ზუსტად ამას ცდილობენ, რომ ჩემ ახლობლებს ჩემზე რაღაც ათქმევინონ, მოსახლეობა და ჩვენი აქტივისტები დააშინონ", - თქვა დევი ჭანკოტაძემ.

დევი ჭანკოტაძის მეგობარი და აქტივისტი რაფი კორუჯოვი გამოკითხვაზე დღეს, 3 ნოემბერს დაიბარეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი