გიორგი რურუა Facebook-ზე პოსტს ავრცელებს, სადაც წერს, რომ მასზე თავდასხმაში პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია.
ამასთან, გიორგი რურუა მხარდაჭერას უცხადებს ნიკა მელიას.
"სრული მხარდაჭერა ნიკა მელიას. გუშინდელ ინციდენტზე მთლიან პასუხისმგებლობას ვაკისრებ რუს ოლიგარქ ივანიშვილს. მხოლოდ მისი თანხმობით შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. თავდასხმების, ციხეების, წვიმის, სიცივის, გათენებული ღამეების, არ დანებების შემდეგ მოდის თავისუფლება. მადლობა მეგობრებო თანადგომისათვის", - წერს გიორგი რურუა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ნოემბერს გიორგი რურუას გლდანის ციხეში სხვა პატიმრები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რურუას დაპირისპირების შედეგად სახის არეში სისხლნაჟღენთები აღენიშნება.
ცნობისთვის, გიორგი რურუას ადვოკატი, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ მასზე თავდასხმა პოლიტიკური დაკვეთა იყო.