პირველი 3 თვე 2 -ჯერ გამიწყდა, ბავშვთან თამაშის დროს, სიგნალი შეუვიდათ, მოვიდნენ და ახალი გამიკეთეს - მელია სამაჯურზე

გამოქვეყნდა:

ნიკა მელია ფიქრობს, რომ პროკურატურამ მისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აღიარა, რომ ეს შეზღუდვები არაეფექტურთან ერთად, უკანონოც იყო.

ოპოზიციის ლიდერის თქმით, ხელისუფლება მიხვდა, რომ ამ პოლიტიკურ ვითარებაში, ოპოზიციონერის დაჭერა სახარბიელო არ იქნებოდა და გადაწვეტილება შეცვალა. ნიკა მელია ამბობს, რომ პროკურატურა დღეს სასაცილო ვითარებაში აღმოჩნდა:

მარჯვენა ხელმა არ იცის რას აკეთებს მარცხენა. მათთვის ძნელბედობის ჟამია და ხვდებიან რომ მათი მზე ესვენება - ამბობს მელია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას.

ნიკა მელიამ პროკურატურის პირველი მოთხოვნის შესახებ ოპოზიციის ერთიანი შეხვედრის დაწყებამდე გაიგო:

გიორგი მირეკავს, ამ დროს შევდივარ პარტიების შეხვედრაზე და 40 წუთში გადაწყვეტილება იცვლება და ურეკავენ და ეუბნებიან, რომ გირაო იქნება გაზრდილი - ამბობს მელია.

პროკურატურის ბოლო მოთხოვნაზე, კი რომელიც ბრალდებამ სასამართლოში დააყენა და პოლიტიკოსისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხნა მოითხოვა, ნიკა მელია ამბობს, რომ ხელისუფლებას სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა:

ახლა რაც გააკეთეს თავად პროკურატურა შევიდა შუამდგომლობით, რომ ეს სამაჯური ეფექტური არ იყო მოვხსნათო, აღიარეს რომ ტყუილად მეკეთა. პასპორტსაც აბრუნებენ, ე.ი არ ყოფილა არც ჩემი მიმალვის საფრთხე....

პირველი 3 თვე 2 -ჯერ გამიწყდა, ბავშვთან თამაშის დროს და სიგნალი შეუვიდათ, მოვიდნენ და ახალი გამიკეთეს, მეორეჯერ გამიწყდა და ისევ...ალბათ იქ ვიღაცამ უთხრა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებითო - ამბობს მელია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი