ნიკა მელია თავისუფალია - სამაჯურის საქმე და სამართლებრივი ნონსენსი

გამოქვეყნდა:

პროკურატურის მოთხოვნა ნიკა მელიამ ოპოზიციის საერთო შეკრებაზე გაიგო. საგამოძიებო უწყებამ დადგენილი შეზღუდვების დარღვევის გამო ოპოზიციის ლიდერისთვის აღკვეთი ღონისძიების გამკაცრების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. 

ელექტრო სამაჯური რომლის ტარებაც სასამართლომ ნიკა მელიას 1 წლის წინ მიუსაჯა, პოლიტიკოსმა გაყალბებული არჩევნების შემდეგ დემონსტრაციულად მოიხსნა და გადააგდო. 

მელიას ადვოკატი ამბობს, რომ ის, რაც პროკურატურამ მოითხოვა სამართლებრივი ნონსენსია:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, მე -200 -ე მუხლის მე 7 ნაწილში წერია:

თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. 

ნიკა მელია დღეს სასამართლო სხდომაზე არ მისულა და ოლიგარქის რეჟიმს უთხრა რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, ბრძოლის გაგრძელებას ბოლომდე აპირებს და არც ელექტრო სამაჯურის გაკეთებას დათანხმდება. 

"ქართული ოცნების" წევრები ამტკიცებენ რომ ეს სამართლებრივი საკითხია და მას პროკურატურა და სასამართლო გადაწყვეტს. 

ოპოზიცია კი დარწმუნებულია რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ, ჯერ კიდევ 1 წლის წინ დაწყებული დევნა პოლიტიკური იყო და დღესაც ასეა.

ერთი წლის წინ, როდესაც გავრილოვის პარლამენტში დასმის შემდეგ რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა და ნიკა მელიას აქტიურობა ივანიშვილის პროკურატურამ სახელმწიფო გადატრიალებისაკენ მოწოდებად გამოცხადა და პასუხისგებაში მისცა. 

ამის შემდეგ პარლამენტმა მას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა. წელიწადზე მეტი ნიკა მელია ელექტრო სამაჯურით გადაადგილდებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი