სახელმწიფო დეპარატამენტის წარმომადგენელი, ქეილ ბრაუნი ტვიტერზე წერს, რომ რეაგირება უნდა მოხდეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დადოკუმენტირებულ დარღვევებზე.
ამასთან სახ.დეპის პრესპიკერის მოადგილე წერს, რომ საზოგადოებრივი ნდობა შეამცირა, ბუნდოვანებამ პარტიასა და სახელმწიფოს შორის.
"ვიზიარებთ ეუთოს შეფსებას, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და ძირითადი თავისუფლებები დაცული, თუმცა ბრალდებებმა, რომ იყო ზეწოლა ამომრჩევლებზე და ბუნდოვანი ხაზი იყო პარტიასა და სახელმწიფოს შორის, დააკნინა საზოგადოების ნდობა.
ნაკლოვანებებსა და დოკუმენტირებულ დარღვევებზე უნდა იყოს რეაგირება" - წერს ტვიტერზე ბრაუნი.
აქვე შეგახსენებთ, რომ კრიტიკული დასკვნა ჰქონდა საპარალამენტო არჩევნებზე ამერიკულ NDI-ს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო ოქმებში არსებულმა სავარაუდო უზუსტობებმა, ფართოდ გავრცელებულმა ცნობებმა საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ დამაშინებელი ქცევის შესახებ, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და წინასაარჩევნო პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით მიღწეული წინსვლა გადაფარა.