ვაკის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს COVID-19 ჰქონდა და 31-ში უბანზე იმყოფებოდა - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის და ვაკის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ვაკის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, არჩევნებზე უბანზე იმყოფებოდა და კომისიის წევრებს ეხმარებოდა.

"ვაკის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თამაზ ფოლადაშვილს 24 ოქტომბერს დაუდასტურდა კოვიდი. 25 ოქტომბერს ოლქში ჩაატარეს სადეზინფექციო სამუშაოები. 31 ოქტომბერს თამაზ ფოლადაშვილი შევიდა უბნებზე და კომისიის წევრებს ეხმარებოდა ოქმების შევსებაში", - წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, ვაკის ოლქში მეორე ტური გაიმართება სადაც მონაწილეობას ელენე ხოშტარია და "ქართულო ოცნების" კანდიდატი, ნოდარ ტურძილაძე მიიღებენ. 

ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".

აქვე შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% აიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26.4%, "ევროპულმა საქართველომ" კი 3.7%.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი