
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იმ ადამიანების მიმართ, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების წესებს დაარღვევს, კატეგორიულები იქნებიან.
"გუშინ 1 489 მგზავრი შეეცადა, ავტობუსში პირბადის გარეშე ამოსვლას, რასაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი გაფრთხილება მოჰყვა, 1 567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება, რომ არასწორად ეკეთათ პირბადე. მოხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება ორ შემთვევაში. მიკროავტობუსებში 63 მოქალაქეს ჰქონდა მცდელობა ემგზავრა პირბადის გარეშე. გამოვლინდა ფეხზე დგომით მგზავრობა სამ შემთხვევაში, მგზავრებს მიეცათ შენიშვნა და ამ მიკროავტობუსის მძღოლებს ორი დღით აეკრძალათ მუშაობა", - თქვა კახი კალაძემ.
კალაძემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ სთხოვა და მოუწოდა, რომ პირბადე ატარონ და თქვა, რომ ამ მიმართულებით კატეგორიულები იქნებიან.