ხაშურში მაცხოვრებლები და ოპოზიციის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ "ქართული ოცნების" შტაბში მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გურასპაშვილი, "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაალ დუგლაძემ, სცემა.
"ყველამ ვიცით ხაშურის რაიონში, რომ გურასპაშვილს კარგად მოხვდა "ოცნების" ოფისში. კამათის მიზეზი გახდა ის, რომ დუგლაძემ ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი. პირადად ჩემი წარმომადგენელი შეესწრო ამ ყველაფერს, როცა დადიოდა დუგალაძე ხალხთან, ყველა ლანძღავდა - ეს არის კაცი, რომელიც ყველას სძულს. რაც დათესა, სწორედ ის მოიმკო "ქართულმა ოცნებამ", - ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელი, ხათუნა გელაშვილი.
ამასთან, როგორც "მთავართან" ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი, ზაზა მეხრიშვილი, ყვება, გურასპაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატს ხმების მოპოვებას ჰპირდებოდა, თუმცა არჩევნების შედეგმა ეს ვერ აჩვენა
ზაალ დუგლაძე და გიორგი გურასპაშვილი არ იმყოფებიან არც "ოცნების" ოფისში, არც ხაშურის მერიაში და მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.