ხაშურში, მცხეთა-მთიანეთში და მარნეულში გამოვლენილი დარღვევების გამო, ამ ოლქებში, სავარაუდოდ, მეორე ტურები დაინიშნება. ოქმების ხელახალმა გადათვლამ აჩვენა, რომ ცესკომ ხმები არასრწორად დაითავალა, გააყალბა ოქმების დიდი ნაწილი და ყველგან "ქართულ ოცნების" სასარგებლოდ.
"მცხეთის 11, 27, 46-ე უბანზე იყო რიგი დარღვევები, შემოსული იყო საჩივრები, ბიულეტენები არასწორად იყო გაცემული, დავსვით ეს საკითხი და აქედან გამომდინარე ეს მაჟორიტარული ოქმი გაბათილდა", - ამბობს ცესკოს წარმომადგენელი.
594 ხმა გაუუქმდა "ქართული ოცნების" კანდიდატს, რაც იმას ნიშნავს, რომ მცხეთის ოლქში დიდი ალბათობით მეორე ტური უნდა დაინიშნოს.
"67-ე უბანზე მოხდა ჩასწორება, სადაც საოლქო კომისიამ აღიარა, რომ არის შეცდომა, შესწორებულია და გადაკეთებულია. ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ასევე, ერთ უბანზე 80 ბიულეტენი საერთოდ გაყალბებულია", - ამბობს მარნეულის საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე.
არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ "ევროპულ საქართველოშიც", პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ თქვა, რომ
"3 847 უბნის ოქმიდან, მაჟორიტარულ ნაწილში, 52%-ში არ ჯდება რიცხვები, ანუ, პრაქტიკულად ყოველი მეორე ოქმი რაც შედგა უბანზე, არის ხარვეზიანი. ასეთი სტატისტიკა არასდროს ყოფილა", - თქვა სერგი კაპანაძემ.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ გამოძიება მარნეულის გარდა სხვა ოქმებშიც დაიწყოს.